ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა

აქტივისტმა, ნატა ფერაძემ 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა. ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში 2 თებერვალს, დააკავეს და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ადმინისტრაციული პატიმრობა სამებაში, მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, საღებავის შესხმის გამო მიუსაჯეს.

ცნობისთვის, ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა.

9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი – „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია – სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს