ნატალი ლუაზო – “ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს

“ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ევროპარლამენტში გამოსვლა მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, პრობლემებს შეგიქმნის? “ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს”, – წერს ლუაზო.
კერძოდ, ლუაზო “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოსტს ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ივანიშვილი-კუპრაშვილის ანტიკორუფციულამ ბიურომ” ეკა გიგაურის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იურიდიულ საფუძვლად გამოიყენა მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების შესახებ პირადი ინფორმაციის მისაღებად და სასამართლომ მათ ეს მოთხოვნა დაუმტკიცა.