ნატალი ლუაზო – საქართველოში ოპოზიციის წევრებზე, ჟურნალისტებზე, უფლებადამცველებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას კატეგორიულად ვგმობ – ევროპამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს!

საქართველოში ოპოზიციის წევრებზე, ჟურნალისტებზე, უფლებადამცველებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ფიზიკურ ძალადობას კატეგორიულად ვგმობ, – ასე ეხმაურება ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.
„კატეგორიულად ვგმობ ძალისმიერ დაკავებებსა და ფიზიკურ ძალადობას საქართველოში ოპოზიციის წევრებზე, ჟურნალისტებზე, უფლებადამცველებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა და დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ანადგურებს. ევროპამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს!“ – წერს ნატალი ლუაზო X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო