ნატალი ლუაზო – მაშინ, როცა მსოფლიო სხვა მხარეს იყურება, საქართველოს მმართველი პარტია ოპონენტებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებს – ქვეყანას მძიმე ბურუსი დააწვა

მაშინ, როცა მსოფლიო სხვა მხარეს იყურება, საქართველოს მმართველი პარტია, გაყალბებული ს შემდეგ, ოპონენტებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებს,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.
„მაშინ, როცა მსოფლიო სხვა მხარეს იყურება, საქართველოს მმართველი პარტია, გაყალბებული ს შემდეგ, ერთ ოპონენტს მეორის მიყოლებით აპატიმრებს. ქვეყანას მძიმე ბურუსი დააწვა. „ქართული ოცნება“ მხოლოდ კოშმარია და სხვა არაფერი“, – წერს ევროპარლამენტარი X-ზე.