ნატალი ლუაზო: თუ პრემიერს არ მოსწონს სსრკ, მაშინ რატომ იმეორებს მის მეთოდებს?

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი ს პასუხობს, რომელმაც დღეს ევროპარლამენტი “საბჭოთა ინსტიტუტს” შეადარა და თქვა: “თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ ევროპარლამენტი”.
“თუ საქართველოს პრემიერს არ მოსწონს საბჭოთა კავშირი, რატომ იმეორებს მის მეთოდებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპონენტების გაჩუმებით გაყალბებული ს შემდეგ? ასეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება. სხვათა შორის, ის არ იყო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ვითომ მხარს რომ უჭერდა, სანამ აზრი არ შეიცვალა და საქართველოს მომავალი არ მოიპარა?”, – წერს ნატალი ლუაზო X-ზე.
If the Georgian PM doesn't like the Soviet Union, why is he copying its methods, jailing peaceful protesters, silencing independent media and opponents after a rigged election ? These sorts of things don't happen in the EU. And btw wasn't he pretending to support Georgia's EU… https://t.co/bHIz7yzwzu— Nathalie Loiseau (@NathalieLoiseau) June 5, 2025