ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან ამ წუთებში ნატალია ყიფშიძეც იმყოფება – მსახიობი ფიქრობს, რომ დავით დოიაშვილის გათავისუფლებით ივანიშვილის რეჟიმი თეატრის ხმის ჩახშობას ცდილობს.
სჯიან იმისთვის, რომ ბატონი დავითი ყოველთვის იყო და არის თავისი ოჯახისკენ. ოჯახი მისთვის არის დასი, ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც დაჭერილია 5 თვეა. დავით დოიაშვილი იბრძვის, რომ იყოს თავისუფალი და ამ ბრძოლის გამო უნდათ, რომ ჩაახშონ თეატრის ხმა. თეატრის ხმა არის ძალიან ხმამაღალი. დამოუკიდებელი და თავისუფალი თეატრი თუ არ არის ცნება, მაშინ ხელოვნებაც არაფრად არ ღირს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა მოველოდით, მაგრამ არასწორია, რადგან დოის გარეშე ამ თეატრში ვინ უნდა მოვიდეს, რომელმა მსახიობმა უნდა ითამაშოს ამ სცენაზე. არაფრად არ ღირს ის სპექტაკლი, რომელსაც მთავრობა მარიონეტივით მართავს”. – განაცხადა ნატალია ყიფშიძემ.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.