კითხვის დრო: 2 წთ.ოპერის მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ბებიასთან ნანი ბრეგვაძესთან დაკავშირებუღ საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:
“ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, ვრცელდება ძალიან მდაბიო იუმორით გაკეთებული ვიდეო, სადაც მცდელობაა ნანის დაცინვის.
უმორჩილესად გთხოვთ, განსაკუთრებით სხვადასხვა მედია საშუალებებს, პორტალებს და ფბ გვერდებს,თავი შეიკავოთ გავრცელებისგან, ამით თქვენ უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ ამ უნიჭობას და ხელს უწყობთ ეს ამბავი გახდეს სალაპარაკო. ნანის არავისი დაცვა არ სჭირდება, ის დიდი ღირსების და სწორი ღირებულებების ადამიანია.
ისტორიის ფურცლები:
ზოგადად, უკიდურესი მდგომარეობაა რაც საზოგადოებას გვჭირს, თითქოს ერთმანეთის დასამარებით ვხარობთ… ეს კი, ნამდვილად ტრაგედიამდე მიგვიყვანს.
მართალია ოცნების პოლიტიკამ მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ ჩვენ თავად ხელს ვუწყობთ უფრო მეტად დავუპირისპირდეთ ერთმანეთს.
მოკლედ გთხოვთ, ჩემი ოჯახის თხოვნა/მოთხოვნა გაითვალისწინოთ და ამ საცოდავი, გამწარებული, უკვე უნიჭო კაცის ნაბოდვარს ნუ შეუწყობთ ხელს გავრცელებაში.
მადლობა.”
Artinfo.ge
