ნარკოდანაშაულში ბრალდებული თეოდორე აბრამოვის ადვოკატი – ბიოლოგიური მასალა ჩხრეკის დროს, მოტყუებით, პირის ღრუდან აიღეს, თითქოს, ბრეკეტების ჩვენების მიზნით – ნარკოტიკული საშუალება აბრამოვის ჯიბიდან არ ამოუღიათ, ის პოლიციას ჰქონდა თან

თეოდორე აბრამოვისგან ბიოლოგიური მასალა პირადი ჩხრეკის პროცედურების დროს, მოტყუებით, მისი პირის ღრუდან აიღეს, თითქოს, ბრეკეტების ჩვენების მიზნით,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ აბრამოვის ადვოკატმა ინგა ჯაბანიშვილმა განაცხადა.
აღნიშნული მან პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან, ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე აბრამოვის ბიოლოგიური კვალი ამოვიდა.
„ჩვენ თავიდანვე ვაფიქსირებდით იმ პოზიციას, რომ თედორე აბრამოვისგან საკვლევი მასალა, ნარკოტიკული საშუალება და შესახვევი მასალა კანონდარღვევით არის ამოღებული, ანუ პირადი ჩხრეკაა კანონდარღვევით ჩატარებული, რადგან საფუძველი არ არსებობდა. ეს ნარკოტიკული საშუალება თედორე აბრამოვს არ ეკუთვნოდა, მისი ჯიბიდან არ ამოუღიათ, ის თან ჰქონდა პოლიციას. თავიდანვე ვაფიქსირებდით, რომ აბრამოვისგან ბიოლოგიური მასალა პირადი ჩხრეკის პროცედურების დროს, მოტყუებით, მისი პირის ღრუდან, თითქოს, ბრეკეტების ჩვენების მიზნით. შესაბამისად, ჩვენ ეს მოლოდინი გვქონდა, რომ აღნიშნული დასკვნა ასეთი მოვიდოდა. თუმცა, საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ბიოლოგიურ მასალაზე კიდევ სხვა პროფილებიც ამოვიდა, რაც ჩვენს ვარაუდს ამყარებს, რომ ნარკოტიკული საშუალება და შესახვევი მასალა სამართალდამცავების ხელში იყო ყოველგვარი დალუქვის გარეშე, რაც მისი შეცვლის, გადატანის საფუძველს იძლევა“, – განაცხადა ჯაბანიშვილმა.
ცნობისთვის, თედო აბრამოვი სამართალდამცავებმა 7 დეკემბერს დააკავეს.
თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
ბრალის მიხედვით აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე “მდმა” ამოიღეს.
აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა