ნარიშკინი მაკრონის განცხადებებს “უპასუხისმგებლოს” უწოდებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ს უარი, რუს ჯარისკაცებთან საბრძოლველად, ში ევროპული ჯარების გაგზავნა გამორიცხოს, უკიდურესად საშიში და უპასუხისმგებლოა.
მაკრონმა გასულ თვეში განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლველად ევროპული ჯარების გაგზავნაზე კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არაფერი არ უნდა იყოს. თუმცა, შეერთებულმა შტატებმა და ალიანსის სხვა წევრებმა განაცხადეს, რომ ეს არ იგეგმება.
მაკრონის განცხადებების შესახებ კითხვაზე, სერგეი ნარიშკინმა, ს საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეს განცხადება ღრმად უპასუხისმგებლოა.
”ეს აჩვენებს ევროპის ლიდერების, ამ შემთხვევაში, საფრანგეთის პრეზიდენტის პოლიტიკური უპასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს”, – განუცხადა ნარიშკინმა სახელმწიფო ტელევიზიას, სამშაბათს. „ეს განცხადებები უკიდურესად საშიშია”, – დაამატა მან.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი დაეხმარებიან უკრაინას ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებაში და მისი ტერიტორიიდან რუსული ჯარების განდევნაში. უკრაინამ ტერიტორიის დიდი ნაწილი 2022 წელს დაიბრუნა.