ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, მ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია.
„ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება როგორც ეზო, ასევე, გარე პერიმეტრი და მოეწყობა მხატვრულ-დეკორატიული მინათება. სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – „ქართულ ოცნებას“ იმიტომ გამოვეყავით, რომ ჩვენთვის სიმართლე უფრო ხმამაღლა სათქმელი იყო – არსებობს არჩევნებში ერთად წარმოდგენის თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია