“მზია ამაღლობელის შემთხვევა არის შემთხვევა, როგორც რაინდული სულის აბსოლუტური განადგურება და მოსპობა – ასე რომ ქალმა სილა გამაწნაო და ამაზე კაცი ჩივის, პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები, პირველ რიგში ხომ ადამიანი ხარ და მამაკაცი ხარ, რაინდი ხარ. ეს არათუ საქართველოში, არამედ სრულიად კავკასიაში არის სრულიად ახალი მოვლენა.
ეს ბატონი დგებუაძე შევა ქრისტომატიულ მაგალითად, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, თუ როგორ ხდება მამაკაცში მამაკაცური საწყისის გაქრობა. ის გარეგნულად შეიძლება გამოიყურებოდეს ძალიან კუნთმაგარ და ძლევამოსილ ჭაბუკად, მაგრამ მას რაინდობის არაფერი არ გააჩნია.
რანაირად შეიძლება, დასუსტებული ქალი, რომელსაც მანამდე შენ შეურაცხყოფას აყენებდი, ამცირებდი და ღირსებაშელახულმა დასუსტებული ხელი გამოგიქნია და რაღაც სამი თითი შენ ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა და ამიტომ უნდა ვუჩივლო და 6 წლით ციხეში ჩავსვა, ვისაც ეს არ ესმის, რა კატასტროფაა მორალური… თურმე ისეთი ძლიერი სილა გააწნა… სირცხვილის განცდა არ აქვთ… ეს ნიშნავს, რომ ამ კაცში მამაკაცური თვითშეგნება არის განადგურებული” – ამბობს მწერალი ნარია გელაშვილი “მაუწყებლის” პოდკასტში.