ნაპოლი: ფეხბურთელების მომავალი აგენტების და მამების გადასაწყვეტი არ არის

ნაპოლი ბადრი კვარაცხელიასა და მამუკა ჯუღელის კომენტარებს ოფიციალური განცხადებით, პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.
“მამუკა ჯუღელისა და ბადრი კვარაცხელია განცხადებებიდან გამომდინარე, ნაპოლი იმეორებს, რომ ს კონტრაქტით კიდევ სამი წელი აქვს ნაპოლიში გათვალისწინებული.
კვარაცხელია არ იყიდება.
ნაპოლის კონტრაქტის ქვეშ მყოფი ფეხბურთელების მომავალი აგენტების და მამების გადასაწყვეტი არ არის!” – წერს ნაპოლის ოფიციალური გვერდი პლატფორმა X-ზე.
აქამდე, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და მისმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ მათ აღარ სურთ ხვიჩას ნაპოლიში დარჩენა და შესაძლოა, ფეხბურთელს იტალიური კლუბი ახალი სეზონის დაწყებამდე დაეტოვებინა – თუმცა, ამის შესახებ ხვიჩასთან არცერთ მათგანს არ უსაუბრია.
ბადრი კვარაცხელიას და ჯუღელის თქმით, ისინი EURO 2024-ის დასრულებას ელოდებიან.
კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2027 წლამდე ითამაშებს.