“ნაპოლის” დიდმა გულშემატკივარმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Televomero-ს ეთერში “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა და გუნდის დამრიგებელი ვალტერ მაცარი გააკრიტიკა.
“ჩემპიონატში ვერ ბრწყინავენ, იტალიის თასზე კი მეტოქე სათანადოდ არ დააფასეს, გუნდი ამ სეზონში ფაქტობრივად აღარაფრისთვის იბრძვის. იცით, ვინ გვენატრება? – რუდი გარსია. ფრანგის ხელმძღვანელობით “ნაპოლი” ჩემპიონატში მე-4 ადგილზე იყო, დღეს კი სად ვართ?
მაცარი საშინლად მუშაობს, “ნაპოლი” კრიზისშია”, – განაცხადა ფედელემ.
„ნაპოლი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 29 დეკემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.