“ნაპოლი” გამორჩეული ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა

“ნაპოლი” ჟერომ ბოატენგის დამატებასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ბაიერნის” ყოფილი ცენტრალური მცველი “ნაპოლიში” თამაშით ძალიანაა დაინტერესებული და მის აგენტს სთხოვა, რომ ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანოს.
შეგახსენებთ, 35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია, ბოატენგი ბოლოს “ლიონის” ღირსებას იცავდა. გერმანული გამოცემები იუწყებოდნენ, რომ ჟერომის დაბრუნება “რეკორდმაისტერს” სურდა, თუმცა ფანების პროტესტის გამო, მიუნხენურმა გრანდმა მისი დამატება გადაიფიქრა.