“ნაპოლი” არ ნებდება – “მილანს” მოუგო და “ინტერს” ისევ 3 ქულით ჩამორჩება

სერია A-ს 30-ე ტურში „ნაპოლიმ“, რომელსაც ტრავმით გამოწვეული 50-დღიანი პაუზის შემდეგ დავიდ ნერესი დაუბრუნდა, სახლში „მილანი“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძლები დებიუტში პოლიტანომ დააწინაურა, შემდეგ კი მენიუს ლამაზი გოლი ლუკაკუმ გაუტანა. 69-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის შემცირების კარგი შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ მერეტმა ხიმენესს პენალტი არ გაატანინა. თუმცა, 84-ე წუთზე მერეტის კარი იოვიჩმა დალაშქრა. ბოლოს „როსონერი“ შტურმზე გადავიდა, მეტოქის საჯარიმოში მენიუც ჩავიდა, თუმცა თანაფარდობის აღდგენა ვერ შეძლეს.
„ნაპოლი“ 64 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება და 7 აპრილს „ბოლონიას“ ესტუმრება.
ნაპოლი – მილანი 2:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (2), 2:0 ლუკაკუ (19), 2:1 იოვიჩი (84)
გამოუყენებელი პენალტი: ხიმენესი (69, მილანი)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში