“ნაპოლის” შანსი – იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდი გადის და შეიძლება ექვსიც

ევროპა ლიგის ნახევარფინალში “რომასა” და “ატალანტას”, კონფერენს ლიგის ნახევრფინალში კი “ფიორენტინას” გასვლის შემდეგ გაირკვა, რომ იტალია მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდით იქნება წარმოდგენელი და შესაძლებელია ექვსითაც.
ამისთვის ევროპა ლიგა ერთ-ერთმა იტალიურმა გუნდმა უნდა მოიგოს, ოღონდ სერია A-ში ოთხეულს მიღმა უნდა დარჩეს.
ამჟამად “რომა” ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზეა, ხოლო “ატალანტა” – მეექვსეზე. 49 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი ს “ნაპოლი” ბერგამოულ გუნდს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ “რომასა” და “ატალანტას” 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, თუმცა ტურნირის
დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.