“ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “ტორონტოს” 33 წლის თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე შეიძლება სერია A-ში დაბრუნდეს.
მხარეები 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელით “ფიორენტინა”, “ლაციო” და “კომო”, აგრეთვე “ოლიმპიაკოსი” და საუდის არაბეთის კლუბები არიან დაინტერესებული.
ინსინიე კანადურ გუნდში 2022 წლის ზაფხულში “ნაპოლიდან” გადავიდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე 63 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის მიხედვით ლორენცოს ფასი 3 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში