“ნაპოლის” ფანები ოსიმენის ახალ კონტრაქტს აპროტესტებენ

“ნაპოლის” გულშემატკივრები ოსიმენის ახალი კონტრაქტით უკმაყოფილოები არიან, საქმე იმაში გახლავთ, რომ ნიგერიელის ახალ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი იქნება შეტანილი.
ნებისმიერი გუნდი, რომელიც ოსიმენის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გადაიხდის, არჩევანი მხოლოდ ფეხბურთელის გასაკეთებელი იქნება და დე ლაურენტისი მოლაპარაკებებში ვერ ჩაერევა.
“ჩელსი” ვიქტორის გადაბირებით ძალიან არის დაინტერესებული, Sky Italia-ს ცნობით, ლონდონელთა თავკაცი მაურისიო პოჩეტინო მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე ითხოვს.
ტრანსფერის შანსს ზრდის ის ფაქტიც, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი “ჩელსის” დიდი გულშემატკივარია, მისი საყვარელი ფეხბურთელი კი დიდიე დროგბა გახლავთ.
შეგახსენებთ, იტალიური მედიის ცნობით, ოსიმენი
“ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტს სულ რამდენიმე დღეში გააფორმებს.