29 დეკემბერს “ნაპოლი” “მონცას” დისკვალიფიცირებული პოლიტანოსა და ოსიმენის და ტრავმირებული ნათანისა და ლობოტკას გარეშე უმასპინძლებს. ოსიმენი კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვით ნიგერიაში გაემგზავრა, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავს.
ოსიმენი და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა აფრიკის თასზე მონაწილეობის გამო “ნაპოლის” იანვარში გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარებიან, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული, მათი ნაკრებები როგორ იასპარეზებენ. “გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი მიმო მალფიტანო ირწმუნება, რომ ვიქტორი ზაფხულში ნეაპოლურ გუნდს დატოვებს.
თუ “მონცასთან” მარიო რუიმ და იენს კაიუსტემ ყვითელი ბარათები მიიღეს, დისკვალიფიკაციის გამო შემდეგ მატჩს გამოტოვებენ. შეგახსენებთ, ელიფ ელმასი “ლაიფციგში”
გადავიდა, პიოტრ ზილენსკი კი “ინტერში” აპირებს გადაბარგებას. ერთი სიტყვით, “ნაპოლის” სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნება.
ძალიან ჩვეულებრივი თემაა-ნაპოლი არ ყოფილა, არ არის და ვერ იქნება გრანდი…წინა სეზონი გასროლა იყო, რაც 20-30 წელში ერთხელ ხდება….მაგალითად ლესტერი ინგლისში..ხვიჩა სასწრაფოდ, თუ შენ აგენტს ოდნავ მაინც რამის ალღო აქვს, წადი აქედან, თუნდაც გერმანიის კარგ გუნდში (ბაიერი, დორტმუნდი….), სადაც სწრაფად იზრდებიან, ან ინგლისის ნორმალურ გუნდში