ნაპოლის მწვრთნელის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩება

იტალიური საფეხბურთო კლუბის, ნაპოლის ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს თქმით, ს გუნდიდან წასვლის საკითხს მან ვეტო დაადო.
“კვარაცხელია და დი ლორენცო ჩემთვის საკვანძო მოთამაშეები არიან.
ეჭვი არ არსებობს იმაზე, რომ კვარა აუცილებლად დარჩება ჩვენთან და ითამაშებს ნაპოლისთვის, ეს აშკარად ცხადია.
დი ლორენცოს, კვარაცხელიასა, ზამბო ანგისასა და ლობოტკას გუნდიდან წასვლას აბსოლუტური ვეტო დავადე”. – თქვა ანტონიო კონტემ წარდგენის ცერემონიაზე.