“ნაპოლის” ყოფილმა ფორვარდმა ემანუელე კალაიომ Canale 21-ის ეთერში “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კლუბისთვის ხვიჩას გაყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მას ლინდსტრომი შეცვლის.
“რასპადორი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ ის შემტევი ნახევარმცველი არ არის, ჯაკომო ცენტრფორვარდია. მიუხედავად ამისა, გარსია ფლანგზე ათამაშებდა, სადაც შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენა უჭირდა.
მწვრთნელი რომ ვიყო, პოლიტანოს ძანოლით ჩავანაცვლებდი და არა ლინდსტრომით, თუმცა მატეოს შეცვლა სრულფასოვნად არავის შეუძლია, დე ლაურენტისმა მისი გაყიდვა არ უნდა განიხილოს. ლინდსტრომი 4-3-3 სქემაში კვარაცხელიას იდეალურად შეცვლიდა, თუ ქართველი “ნაპოლის” დატოვებდა”, –
განაცხადა კალაიომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს მორიგ ტურში “მონცას’ დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.