“ნაპოლის” თავდამსხმელით სამი იტალიური კლუბია დაინტერესებული

24 წლის თავდამსხმელმა ჯაკომო რასპადორიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ მიუხედავად ამისა საკმაოდ მოთხოვნადი ფეხბურთელია.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ რასპადორის სამსახურით „რომა“, „ატალანტა“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებული. მათი მხრიდან რასპადორის გადაბირების სხვადასხვა ვარიანტები და მათ შორის მისი სხვა ფეხბურთელში გაცვლის შესაძლებლობა განიხილება.
Transfermarkt-ის მიხედვით ჯაკომოს ფასი 15 მილიონი ევროა და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გუნდის გამოცვლა სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში