“ნაპოლიმ” რომ შარშან სკუდეტო მოიგო, ეს ოსიმენის დამსახურებაა” – ნიგერიელის აგენტი

ვიქტორ ოსიმენის აგენტმა რობერტო კალენდამ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.
კალენდას თქმით, შარშან “პარტენოპეის” ჩემპიონობა სწორედ ოსიმენმა მოუტანა.
“მიუხედავად იმისა, რომ წელს ხშირად ტრავმირებულია, გოლები მაინც გააქვს. ზოგიერთ გულშემატკივარს ავიწყდება, რომ შარშან გუნდს ჩემპიონობა ვიქტორმა მოუტანა. “ნაპოლის” 33 წლის განმავლობაში სკუდეტო არ ჰქონდა მოგებული, თუმცა თანაგუნდელებთან ერთად ვიქტორი მათ წინ გაუძღვა”, – განაცხადა კალენდამ.
შეგახსენებთ, შარშან “ნაპოლიმ” სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში