“ნაპოლიმ” ოსიმენს კონტრაქტი გაუგრძელა და გასამრჯელოც მოუმატა

“ნაპოლიმ” თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივა.
ნიგერიელის გამოსასყიდი თანხა 120-130 მილიონი ევრო იქნება და მას ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდიან – ადრე გავრცელებული ინფორმაციით 10 მილიონ ევრომდე. აქამდე ვიქტორის სეზონური გასამრჯელო 4.5 მილიონი იყო.
ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში