სერია A-ს ოცდამეთოთხმეტე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კრემონეზე“ 4:0 დაამარცხა.
„ნაპოლი“ 69 ქულით ამ მომენტისთვის მეორე ადგილზეა და 2 მაისს სტუმრად „კომოს“ დაუპირისპირდება. ლიდერი 78 ქულით „ინტერია“, მესამე პოზიციაზე 66 ქულით „მილანია“, მეოთხეზე კი 63 ქულით „იუვენტუსი“ – მათ ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი – კრემონეზე 4:0
გოლები: 1:0 მაკტომინეი (3), 2:0 ჰოილუნი (45), 3:0 დე ბრუინი (45+3), 4:0 ალისონ სანტოსი (52)
გამოუყენებელი პენალტი: მაკტომინეი (83, ნაპოლი)