“ნაპოლიმ” და “პარი სენ ჟერმენმა” შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ

“პარი სენ ჟერმენმა” და “ნაპოლიმ” შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პარიზულ კლუბს ვიქტორ ოსიმენის ყიდვა გადაწყვეტილი აქვს, თუმცა გამოსასყიდი თანხის გადახდაზე ყოყმანობს და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს თანხასა და ერთ მოთამაშეს შესთავაზებს.
საუბარია მარკო ასენსიოზე, კანგ ინ ლიზე, ლუკას ბერალდოზე და კარლოს სოლერზე. თუ გამოცემას დავუჯერებთ, დე ლაურენტისს ამ ოთხი ფეხბურთელიდან ერთის არჩევა შეეძლება.
შეგახსენებთ, ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს და მისი შეძენით ლონდონური კლუბებიც “არსენალი” და “ჩელსიც” ინტერესდებიან.