“ნაპოლიმ” “ბარსელონას” დაუსახელა თანხა, რომლის სანაცვლოდაც კვარაცხელიას გაყიდის

რამდენიმე დღის წინ, ესპანურმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს.
Nacionalfutbol.es-ის ცნობით, “პარტენოპეი” ქართველი შემტევის სანაცვლოდ 74 მილიონ ევროს ითხოვს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კატალონიური კლუბი ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკუ “ნაპოლის” პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
შეგახსენებთ, დე ლაურენტისმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა, თუმცა მისმა გარემოცვამ ამაზე საუბარი სეზონის დასრულების შემდეგ მოისურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში