ნანუკა ჟორჟოლიანი: სინდისის პატიმრების დედები ციხესთან დგანან… დილიდან იქ არიან ჟურნალისტებიც, ელოდებიან იმ ერთ კადრს, როცა დედა საკუთარ შვილს გულში ჩაიკრავს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
სინდისის პატიმრების დედები ციხესთან დგანან იმ იმედით, რომ ამდენი უსამართლობის შემდეგ „ქართული ოცნება“ ერთ წამით მაინც მოიქცევა ადეკვატურად და მათ შვილებს ციხის კარს გაუღებს.
თითქოს ბუნებაც იზიარებს ამ მოლოდინის სიმძიმეს და თოვლი კიდევ უფრო სევდიანს ხდის ამ ამბავს.
დილიდან იქ არიან ჟურნალისტებიც. ისინი უკვე მხოლოდ პროფესიული მოვალეობის გამო არა, ადამიანურად ელიან სასწაულს.
ელოდებიან იმ ერთ კადრს, როცა დედა საკუთარ შვილს გულში ჩაიკრავს.
კადრს, როცა სამართლიანობის სასწორი ოდნავ მაინც გადმოიხრება აქეთ.
ქვეყანაში, სადაც ქოცებს პატიობენ ყველაფერს და სხვებს არაფერს.