“გურიაში, თოვლში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. ეწურებათ საკვების მარაგიც. შეიქმნა ჯგუფი მოხალისეები გურიისთვის .
მოხალისეები სხვადასხვა ქალაქებიდან უკვე მიდიან გურიისკენ.
ნანუკას ფონდმა მათი ტრანსპორტირებისთვის და საჭიროებებისთვის გამოყო 20 ათასი ლარი, თუმცა ველით თქვენს ფინანსურ მხარდაჭერასაც.
გთხოვთ, თანხა ჩარიცხოთ სპეციალურად ამ ამბისთვის გახსნილ ანგარიშის ნომრებზე რომლებიც კომენტარებშია.
ასევე გთხოვთ ყველას, ვინც შემთხვევის ადგილზე ხართ, კომენტარებში დადოთ ფოტოები ან ვიდეო, რა ვითარებაა ახლა სადაც ხართ,” – წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.