,,შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,91 წელს, მახსოვს, მე და ჩემმა ქმარმა ვიღაც გოგო წამოვიყვანეთ კუსტბიდან. ბიჭი მოსდევდა მანქანით და გამოვარიდეთ.
ბიჭი წინ გადაგვეღობა და ლადო სალაპარაკოდ გადავიდა. ვინც ცოტა აზრზეა იმჟამინდელ ბიჭურ ამბებში, მიხვდება, რომ საშარო ამბავი იყო და დაძაბული ვიჯექი.
უცებ ეს გოგო დამეტაკა – უთხარი ამ სირს, მოვიდეს, დაჯდეს და წამიყვანოს აქედანო.
ყბა ჩამომვარდა…
არ მახსოვს, რა თქვეს და როგორ მორიგდნენ, მაგრამ ის ბიჭი რომ წავიდა და ლადო დაბრუნდა, მანქანასთან დავხვდი. კატეგორიულად მოვთხოვე, ეს ჩამოაგდე მანქანიდან, თორემ მე არ გამოგყვებით და აქ დავრჩები-მეთქი.
როგორც იქნა, დამითანხმა, რომ ბაგებში ჩასვლისთანავე ჩამოსვამდა…
სულ ვიცოდი, სულ!
არავინ არაა ისეთი საზიზღარი და გაუტანელი, ვიდრე ის, ვისაც ჰგონია, რომ კარგად ვერ აენთე სანთლად!
სიკეთეს ბევრად უფრო სჭირდება მოზომვა, ვიდრე რაიმე სხვას!
ხოდა, მე მაინტერესებს, ნანუკა ვისაც დაეხმარა, ის ხალხი რატომ არის გატრუნული?!
სოციალურს მოუხსნიან?
თუ უტყდებათ, ვინმემ რომ გაიგოს?
ასე იცის უმადლო ღორებისთვის თავის ატკიებამ.
აქეთ დააყვედრებენ – თავზე მოგვახვია, თორემ ჩვენ არც გვჭირდებოდაო…
მე დებილი კი არ ვარ, მარტო ცხოველებისთვის რომ მემეტება დახმარებაც და თანაგრძნობაც?“
