ნანკა კალატოზიშვილი – ხელისუფლებას აწყობს ღარიბი ხალხი, ამას ერთი მიზეზი აქვს მორჩილება და მართვა

ხელისუფლებას აწყობს ღარიბი ხალხი, ამას ერთი მიზეზი აქვს მორჩილება და მართვა, – ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა ბათუმში საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ხალხის დაპირისპირება სურს.
„ხელისუფლებას აწყობს ღარიბი ხალხი, ამას ერთი მიზეზი აქვს მორჩილება და მართვა, რომელმაც შეიძლება თავის ხმა გაყიდოს 100 ლარად, ფუჭი დაპირებით და მოსყიდვით იმარჯვებენ. ჩვენივე ბიუჯეტიდან ამუშავებენ ტროლ-ბოტების ქარხნებს. რაღაცნაირად უნდათ, რომ დაგვაპირისპირონ ერთმანეთს. კითხვები გვაქვს დასასმელი, რატომ უზრდიან პენსიონერს 35 ლარით პენსიას და პრემიერ-მინისტრი კი 14 ათასი ლარით იზრდის ხელფასს?! პოლიტიკოსობა პრივილეგია არ არის, იგი პასუხისმგებლობაა. ეს ქვეყანა ჩვენია. სოლიდარობითა და ერთობით აუცილებლად გადავცურავთ ზღვას”, – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ