“არ მგონია, რომ თქვენი შრომა უნდა ფასდებოდეს ტიტუშკებამდე დაყვანით,” – ამ სიტყვებით მიმართავს ნანკა კალატოზიშვილი გუშინ გმირთა მოედანზე მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში მონაწილეებს.
კალატოზიშვილის თქმით, სპორტის წარმომადგენლები, ვინც მონაწილეობდა სისხლიან დარბევაში, “პარტიასთან არიან შეკრებულები”.
არ მგონია, რომ თქვენი შრომა უნდა ფასდებოდეს ტიტუშკებამდე დაყვანით. ამიტომ თქვენი სპორტის წარმომადგენლები, ზოგი მოკრივე იყო, მწვრთნელი, თქვენ თვითონ უნდა – თავმოყვარეობა არ გელახებათ, როცა ვიღაც ვიღაცებს თქვენი სპორტის წარმომადგენლებს ოცნება იყენებს, როგორც ტიტუშკებს.
ბავშვის თვალწინ სცემეს კაცი, ცოლის, კბილები დაალეწეს.
მათივე სფეროს წარმომადგენლებმა მინდა, რომ კარგად აუხსნათ, რას ნიშნავს იმიტომ, რომ ქუჩას ყოველთვის თავისი წესები ჰქონდა და ამიტომ მართლაც ვინც იცის, მინდა, რომ აუხსნას ამ მოგონილ „ქუჩის ბიჭებს“, რას ნიშნავს „ქუჩის ბიჭი“ პარტიასთან როცაა შეკრული და უდანაშაულო ხალხს არბევს,“ – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
2 მაისის აქციაზე, გმირთა მოედანზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. სასტუმრო King David-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაზიანება არა ერთმა ახალგაზრდამ მიიღო. თვითმხილველების თქმით, პოლიცია არა ერთხელ გამოიძახეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ღამის საათებში, 10-ზე მეტი უცნობი პირი მსვლელობის ადგილას მანქანებით მოვიდა, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.
მალევე სახელისუფლებო გუნდის ,,ზონდდერების” ვინაობა გახდა ცნობილი, ისინი ქიქბოქსინგის ფედერაციის წევრები არიან.