ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვს

ბონდი-ბიჩზე მომხდარი სროლა ბნელი დღეა ავსტრალიის ისტორიაში, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაც იქნება.
„ეროვნული კაბინეტის სხდომის დღის წესრიგში შევიტან იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხს, მათ შორის იმ იარაღის რაოდენობის შეზღუდვას, რომლის გამოყენება, ან ლიცენზირება ფიზიკურ პირებს შეუძლიათ“, – აღნიშნა ალბანეზემ.
მისი თქმით, ავსტრალიის მთავრობა ეროვნულ კაბინეტს წარუდგენს წინადადებას, რომელიც უწყებებს უფლებამოსილებას მისცემს, შეისწავლონ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ სფეროში.
შეგახსენებთ, გუშინ სიდნეიში, ბონდი-ბიჩზე ორმა შეიარაღებულმა პირმა თავდასხმა განახორციელა. რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში