ნანა ტოხვაძე – მასწავლებლებო, თქვენზე დგას ქვეყანა და არავის მისცეთ უფლება უღირსად მოგექცნენ

ხშირად მოისმენთ – სად არიან მასწავლებლები?! ასეთ დროს, სად არიან?! რისხვანარევი ხმით კითხულობენ ხოლმე, თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების საპროტესტო ტალღის მეთვალყურენი – აქ არიან, რუსთაველზე! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა.
ტოხვაძის თქმით, ასეთი თაობის აღზრდას მასწავლებელთა გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
„ხშირად მოისმენთ – სად არიან მასწავლებლები?! ასეთ დროს, სად არიან?! რისხვა ნარევი ხმით კითხულობენ ხოლმე, თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების საპროტესტო ტალღის მეთვალყურენი – აქ არიან, რუსთაველზე! თავისთავად არაფერი ხდება! ახალგაზრდების მოქმედებაში იკითხება შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, დიდგორი, შამქორიცა და ხრესილიც! სამოქალაქო განათლების კვალიც და პატრიოტიზმიც. ასეთი თაობის აღზრდას მასწავლებელთა გარეშე ვერ შევძლებდით! საქართველო გაიმარჯვებს! არა რუსულ კანონს!
ასეა,მასწავლებლებო! თქვენზე დგას ქვეყანა და არავის, არავის მისცეთ უფლება უღირსად მოგექცნენ“ – განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ