“რატომ “გადაფსიხდა” ოცნება?
იმიტომ რომ “მეგობარი აქტის” კანონად ქცევა არის ძალიან რეალური.
* ის უკვე მიიღო კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ;
* კანონ-პროექტს, ამ ფორმით, უკვე გავლილი აქვს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი;
ახლა რაც მას კანონად აქცევს არის შემდეგი:
1. სენატორ რიშის შეუძლია პროცესის, “ცხელი ხაზით” დაჩქარება. ანუ, სენატორი აწყობს “ცხელ ხაზს”, სადაც სენატის ლიდერშიპი თანხმდება “მეგობარი აქტი” გაიტანონ კენჭისყრაზე ცვლილებების და დებატების გარეშე. (ეს რეალურია, რადგან ის უკვე მხარდაჭერილია სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ).
2. ამის შემდეგ “მეგობარი აქტი” გადის კენჭისყრაზე სენატში, სადაც მას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და თითქმის გამორიცხულია ჩავარდეს.
აქვე, მოსალოდნელია რამდენიმე “უარი”, მაგრამ – ეს იქნება უარი არა ოცნებისადმი სიყვარულის გამო, არამედ, ზოგადად სანქციებისადმი განსხვავებული აზრის გამო, ასევე, უარი მათგან, ვინც მიიჩნევს რომ სენატმა შიდა ამბებს უნდა მიხედოს და საგარეო პოლიტოკაზე ნაკლებ დაიხარჯოს:
3. სენატში დამტკიცების შემდეგ, ის გადაეცემა პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
საქართველო არაა თემა, რომლის გამოც პრეზიდენტი მისივე კონგრესის წინააღმდეგ წავა და კანონს ვეტოს დაადებს. ეს არც დემოკრატების კანონია და არც რამე შიდა პოლიტიკისთვის გადამწყვეტი საკითხი, რის გამოც პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს. პირიქით, ის რესპუბლიკელი კონგრესმენის წამოწყებულია და მას მხარს უჭერენ რესპუბლიკელი კანონმდებლები, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მიერ მხარდაჭერილო ბრაიან მასტი (კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე)
ეს ყველაფერი “მეგობარი აქტის” კანონად ქცევას ხდის რელურს.
ეს იცის ოცნებამ.
As simple as that.” – წერს სოციალურ ქსელში Fox News-ის რედაქტორი ნანა საჯაია.