ნანა მალაშხია: ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს

ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდდა. “ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს”- ამბობს საჯარო მოხელე, რომელმაც გაბედა და უარი უთხრა “ქართული ოცნების” რუსულ კანონს.

“ერთადერთი რაც შეუძლია ხელისუფლებას ეს არის ჩააგდოს და დაასრულოს რუსული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხის უფრო მეტ რისხვას მიიღებს” – ამბობს მალაშხია. 

ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ  – საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე პარლამენტთან არიან. რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა.