“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
ცალ-ცალკე საკითხებად ჩავყვები ყველაფერს.

ასე წერია მათ კონცეფციაში, რომელიც კონცეფცია კი არა, საწყისი მონახაზის მონახაზია, ერთ დღეში რომ დაწერდა განათლების ნებისმიერი ექსპერტი. შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება და ამ კონცეფციაზე 10 თვე მუშაობდა სახელმწიფო კომისია.

ახლა აგიხსნით, რას გულისხმობენ: მაგალითად, ილიაუნის ტრადიციული პროგრამები იყო უცხო ენები და პედაგოგიკა. როგორც ჩანს, უნდათ, რომ მოაცილონ საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებები და დაუტოვონ “ჰუმანიტარული”.
ათასწლეულის კორპორაციის დაფინანსებით წლები შევალიეთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საინჟინრო და ტექნოლოგიური პროგრამების განვითარებას. დაახლოებით 2 მილიონი დოლარი დაიხარჯა ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის, და სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამებისთვის საჭირო ლაბორატორიების შექმნაში.
რადგან ტრადიციულად ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა სამოქალაქო ინჟინერიის, ისევე როგორც კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროგრამები, ილიაუნის ჩამოართმევენ ამ ლაბორატორიებსაც და პროგრამებსაც და მიაწებებენ ტექნიკურს. ოღონდ ილიაუნის კომპიუტერულ ინჟინერიას საერთაშორისო, ძალიან პრესტიჟული ABET აკრედიტაცია აქვს, რომელზე საუბრითაც სამი წელი ტვინი წაიღო განათლების სამინისტრომ და დანარჩენი სამი საინჟინრო პროგრამაც ამ აკრედიტაციის მიღების პროცესშია.
ასევე შეგახსენებთ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე დიდი ხანია, წელიწადში 400 სამოქალაქო ინჟინერს უშვებს ბაკალავრის ხარისხით, ოღონდ ქვეყანაში თითზე დასათვლელია რეალური სამოქალაქო ინჟინრები და ყველა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ყოველთვის ვუკვეთავთ უცხოელებს.
ასევე, ილიაუნის აქვს გადასარევი ბიოქიმიის, ბიოლოგიის, ზოოლოგიის მიმართულებები, რომლის გუნდი ახორციელებს უმაღლესი დონის საერთაშორისო კვლევებს. ამასაც რამეს უპირებენ, რადგან ეს ილიაუნის ტრადიციული მიმართულება არ იყო? კვლევით ინსტიტუტებს მოაცილებენ? სეისმური მონიტორინგის ცენტრს რას უზამენ, ყველაფერი უცხოური გრანტებით რომ გააკეთეს?
მაგრამ ილიაუნის მიმართ უსამართლობა რომც არ გვაინტერესებდეს, აქ გაცილებით ღრმა პრობლემა იკვეთება:
დღეს მთელი მსოფლიოს განათლება გადადის ინტერდისციპლინურობაზე და პროგრამების მოქნილობაზე, სადაც სტუდენტს უნდა ჰქონდეს ძალიან ფართო არჩევანი, რომ აიღოს მისთვის საინტერესო მაინორი, ან ორმაგი დიპლომი. დღეს ყველა უნივერსიტეტი ცდილობს ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებას და თითქმის ყველა სფეროს კვლევები უკვე იკვეთება კომპიუტერულ მეცნიერებებთან, ტექნოლოგიებთან და ინჟინერიასთან. როგორ წარმოუდგენიათ ამის განხორციელება, თუ ასე უნდა დაყონ უნივერსიტეტები ფაკულტეტებად? თუ საბჭოთა, ხისტ, მოუქნელ სისტემაში დაბრუნდება მიზანი?
მესამე ამბავი: ENQA და EQAR წევრობა, რომლის მიღწევაზე რამდენიმე წელი და უზარმაზარი ენერგია დახარჯა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა, შარშან დაკარგეს – ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აღნიშნული ხელისუფლების ჩარევა უნივერსიტეტების ავტონომიაში. ეს წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი უნივერსიტეტები იყვნენ ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი, შემუშავდეს სხვა უნივერსიტეტებთან ორმაგის ხარისხის პროგრამები, და მარტივი იყოს ჩვენი განათლების ხარისხის აღიარება. როგორ წარმოუდგენია კობახიძეს – ევროპელი ექსპერტები რომ უნივერსიტეტების ასეთ უხეშ მიჭრა-მოჭრას ნახავენ, შეფასებაში რას დაწერენ? ამით პირდაპირ გვეუბნება ხელისუფლება, რომ მათ არ სურთ, საქართველო იყოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი. დასკვნები თავად გააკეთეთ.