“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
ათამდე პარტიას ავკრძალავო, კობახიძემ, თან აქტიურ ხალხსაც ავუკრძალავთ პოლიტიკაში მონაწილეობასო და ქოცნების იდეოლოგიური მომხრეები მეკითხებიან ნიშნისმოგებით – ჰა, ჩელიაბინსკში გაიღვიძეო?
არა ბიჭო, შვედეთში კრძალავენ ათ ოპოზიციურ პარტიას ერთად. ჩელიაბინსკში ხარ, აბა სად ჯანდაბაში ხარ? დაიცა, ჯერ სად ხარ, 2 თვეში ჩინეთში გაიღვიძებ და 6 თვეში ჩრდილოეთ კორეაში.
იმ ხალხს ავუკრძალავთ პოლიტიკაში მონაწილეობასო, ვინც “ამ სისხლიან პარტიასთან, ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე განგრძობითად”.
ისა, იკუ, ეგ მაკა ბოჭორიშვილს ეხება, ბექა ოდიშარიას, გივი მიქანაძეს, გეკა გელაძეს, კახა კალაძეს და რაც მთავარია, წილოსანს, მისი ოჯახი აფინანსებდა ნაცმოძრაობას და თქვენს მხარეს რომ გადმოგეზიდათ, 2013 წელს საქმე თქვენ აღძარით მის მამაზე და ქმარზე, 60 მილიონის მითვისებისთვის. თან 10 წელი თაროზე გედოთ, იმდენად არ იყავით დარწმუნებული ნინიკოს ერთგულებაში.
აქტიურ ხალხს რომ გვემუქრები, პოლიტიკაში ვერ მოხვალთო, ვის რაში სჭირდება პოლიტიკოსობა, სანამ პუტინის თოჯინები ზიხართ თავში?
მშვენიერი, რაც უფრო სწრაფად აკრძალავთ მეტ რამეს, მით უფრო სწრაფად გაიაზრებს ერი, რა ქაქშია და დაიწყებს თავის დაღწევაზე სერიოზულად ფიქრს. შემდეგი მედიები იქნებაო, ამბობენ და მე გირჩევ, ფეისბუქი აკრძალო პირდაპირ.