„ნამდვილად არ ვიქნებოდი კანონის მიღების წინააღმდეგი, მაგრამ აღარ მიღირს ამ ახალგაზრდებს თუ დახოცავთ” – ზურა ყიფშიძის განცხადება

მსახიობი გამჭვირვალობის კანონის შესახებ თავის აზრს გვიზიარებს:

„აღარ შემიძლია, შვილო, გული მაქვს გახეთქვაზე, საშინელება ხდება ამ ქვეყანაში. არაფერი არ ღირს ახალგაზრდების ჯანმრთელობის ფასად. მე ვეცადე, გავრკვეულიყავი ამ კანონის ავკარგიანობაში, ჩემი შეფასებით, ამ კანონის ქვეყნისთვის მიღება არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. მე არ ვიცი, ვინ რა უთხრა ბავშვებს, ვინ გააგიჟა ასე… ნამდვილად არ ვიქნებოდი კანონის მიღების წინააღმდეგი, მაგრამ აღარ მიღირს, რა! ამ ახალგაზრდებს თუ დახოცავთ და დააავადებთ, ვისთვის ვიღებთ ამ კანონს, ან ეს ქვეყანა ვისთვის გვინდა? ძალიან მეშინია, სამოქალაქო ომი არ მოხდეს, ამას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. ძალიან ცუდად ვარ, არ ვიცი, ამ ამბავს როგორ გადავიტან…“

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა