ნაკრები და კლუბიც – კლოპი შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

TBR Football-ის ცნობით, ცნობილი გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს. “ლივერპულის” ყოფილ დამრიგებელს როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო ვარიანტებიც აქვს.
57 წლის მენეჯერის სახელს აქტიურად “რეალს” უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდში მიაცნიათ, რომ ვარსკვლავებითა და ახალგაზრდა ნიჭიერი ტალანტებით გაჯერებულ “ბლანკოსს” კლოპი იდეალურად მოერგება.
გერმანელი ბრაზილიის ნაკრების შესაძლო დამრიგებლადაც განიხილება, საიდანაც დორივალ ჯუნიორი გაათავისუფლეს. გამოცდილი მწვრთნელი -ის ნაკრებთან დაკავშირებითაც ახსენეს, სადაც მაურისიო პოჩეტინოს ჯერჯერობით ძალიან ცუდი შედეგები აქვს.
კლოპი “ლივერპულიდან” წასვლის შემდეგ Red Bull-ის საფეხბურთო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში