ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან

ფეხბურთელებმა ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. მსვლელობის ბოლოს ისინი გულშემატკივრებთან მივლენ, რომლებიც თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილი.
გულშემატკივრების ნაწილი ნაკრების წევრებს გზად, სიმღერითა და შეძახილებით ეგებება. ზოგიერთ მათგანს საქართველოს დროშები უჭირავს და ეროვნული ნაკრების მაისური აცვია.
საფეხბურთო ნაკრები თბილისში 2 ივლისს, დილით ჩამოვიდა, თუმცა თბილისის აეროპორტში დილის 07:00 საათიდან შეკრებილი გულშემატკივარი მათ ვერ შევხდა. ფეხბურთელები VIP, ე.წ. სამთავრობო, გამოსასვლელიდან ავტობუსით გაიყვანეს.
ფედერაციაში ამბობენ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებთან შეხვედრას შეძლებენ დღეს, საღამოს 10 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე. ამ ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა.
სახელისუფლებო პარტია ღონისძიებაზე არ ეპატიჟება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც დღეს ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოება უნდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ძალიან ცუდი პერსპექტივები აქვს ქვეყანას – სამოქალაქო გმირობა იქნება თუ პარტიები, რომლებსაც არ აქვთ იმედი, რომ 5%-ს გადალახავენ, საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში