„ნაკლებად სავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება“ – ოთარ ნადარაია

კაპიტალმა“ საქართველოში 2023 წლის მაკროეკონომიკური გარემო შეაჯამა. როგორც „თიბისი ჯგუფის“ მთავარმა ეკონომისტმა – ოთარ ნადარაიამ განაცხადა, ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, „“ არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს.
ნადარაიამ მიგრაციის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და მომავალში ტენდენციის კლებაა მოსალოდნელი.
„უკვე დაბალია ფასების ზრდის ტემპიც. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვების და მოგებიანობის მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის საკითხს, ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ამასთან, ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში დოლართან მიმართებით უფრო მყარ ევროზე თანხმდება. საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია“, – განმარტა ოთარ ნადარაიამ.
„თიბისი ჯგუფის“ მთავარმა ეკონომისტმა საბაზო სცენარების გარდა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიც მიმოიხილა.
„მნიშვნელოვანია კონფლიქტის გავლენა საქართველოში ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. ს წილი საქართველოში ტურიზმის მიმართულებით – 6,7%, ფულად გზავნილებში კი 5,3%-ია“, – განმარტა ნადარაიამ.
bp.ge