ნაირა გელაშვილი: როგორ ბედავს ხელისუფლება, რომ ამდენ ათას ადამიანს, ვინც არასამთავრობო სექტორშია დასაქმებული, მოღალატედ აცხადებს? მათ უკან მათი ოჯახები დგას

“უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი – ამის კონოტაცია ქართულ ენაში, ჩვენს სინამდვილეში, და საერთოდაც, ნიშნავს სამშობლოს მოღალატეს. და როგორ ბედავს ხელისუფლება, რომ ამდენ ათას ადამიანს, ვინც არასამთავრობო სექტორშია დასაქმებული, მოღალატედ აცხადებს?
მათ უკან მათი ოჯახები დგას. წარმოიდგინეთ იმ ბავშვებისა თუ ახალგაზრდების სულიერი მდგომარეობა, რომელთა მშობლებიც სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს! ეს იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც ერთჯერადად ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში. მოქალაქეთა უზარმაზარი მასა გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ!
აი, ეს არის ყველაზე საგანგაშო. ეს არის ზუსტად საბჭოთა სტილი, რეპრესიების სტილი, როდესაც საზოგადოების დიდ სეგმენტს მტრულ კლასად აცხადებენ და ანადგურებენ. უბრალოდ აცხადებენ: არც გამოძიება, არც სასამართლო, არც არაფერი. მაგალითად, როგორც მოხდა განკულაკება საბჭოთა დროს” | ვკითხულობთ მწერლის, ნაირა გელაშვილის წერილში, რომელსაც “ნეტგაზეთი” აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ