ნათია ფანჯიკიძე: ნინო დათაშვილის თემაზე საყოველთაო განრისხების კვალდაკვალ ზურა სიხარულიძემ დასვა სწორი აქცენტი…

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:

ის, რომ ფსიქიატრების, ფსიქოთერაპევტების, ფსიქოლოგების ადამიანებს აღარ ეშინიათ, ბევრი პროფესიონალის ერთგული შრომის დიდი მიღწევაა, ამიტომ ერთგვარად საფუძვლიანად ვამაყობდით ფსიქიკური ჯანმრთელობის მსახურები ამ პროგრესით, თუმცა გუშინ, ნინო დათაშვილის თემაზე საყოველთაო განრისხების კვალდაკვალ ზურა სიხარულიძემ დასვა სწორი აქცენტი – ამ თითქოსდა “უკეთეს ფსიქიატრიაში” დამოკიდებულებითი დაავადებების და კერძოდ ნარკოდამოკიდებულთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, მათი პოლიტიკური ინტერესების მიხედვით დასჯა, “ჩადება”, ძარცვა და გამოყენება არასდროს შემწყდარა ამ ქვეყანაში და თუ ხანმოკლე დროით, ბოლო წლებში, ისევ და ისევ უამრავი პროფესიონალის ერთგული და ხანგრძლივი შრომით მოპოვებული, ოდნავი პროგრესი ამ მხრივაც გვქონდა, დღეს ესეც კვლავ უარესდება და კვლავ რისკის ქვეშ დგება, საერთოდ ადამიანებად მოიაზრებენ თუ არა დამოკიდებულ ადამიანებს. მოკლედ, ჯერ მთლად ბევრიც არაფერი გვაქვს სატრაბახო მეგობრებო და ამიტომ კვლავ სსრკ კატასტროფაში დაბრუნება ერთი ფეხის აცდენაა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ნინო დათაშვილის სამაგალითო დასჯის მცდელობას სამაგალითო პასუხი გაეცეს, როგორც ჩემმა ძვირფასმა კოლეგამ, გიგა მამინაშვილმა აღნიშნა, არა მხოლოდ სპეციალისტებისგან, არამედ მთელი საზოგადოებისგან, რადგან ეს, კოლექტიურ ცნობიერებაში შემზარავი სურათის შექმნით, მთელი საზოგადოების დასჯის და დაშინების მცდელობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე