ნათია ფანჯიკიძე: ამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის ანტონიმები არც ისე ბევრია

“ახლა კი მოდით, ცალკე ავიღოთ, გამოვყოთ სიტყვა ერთობა.. ნებისმიერი მიზეზით “ჩაჭერით”, ნებისმიერი “შანსის” გამოყენებით, ვისაც საქართველოს მოქალაქეებს შორის სიტყვა “ერთობა” საფრთხედ და ბოროტებად უნდა აქციოს და დაამკვიდროს მოკლევადიან თუ გრძელვადიან თქვენს აღქმაში, თავად განსაჯეთ, ამ ძალიან ძვირფასი სიტყვის საპირისპიროს და საწინააღმდეგოს რას შეიძლება გულისხმობდეს. ამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის ანტონიმები არც ისე ბევრია. ყველა დავფიქრდეთ ამაზე და არასდროს დავთმოთ სიტყვა ერთობა.
შვილების თაობის მიმართ უარყოფითი განწყობის ჩამოყალიბება კი მთლიანად არღვევს სამშობლოს და მომავლის მიმართ მშობლების თაობის ჯანსაღ მიზანს და დამოკიდებულებას. თუ მათ სურვილებს და მისწრაფებებს არაფერი, მაშინ ვის?” – წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ