ნათია მეზვრიშვილი:
უნგრეთის არჩევნებმა დაადასტურა, რომ არჩევნებს აზრი ელექტორალური ავტორიტარიზმის პირობებშიც აქვს. პოპულისტი ავტოკრატის დამარცხება მიტაცებული ინსტიტუტების, კონტროლირებად მედიის, მასშტაბური ყალბი პროპაგანდის და დაშინების კამპანიის პირობებშიც შესაძლებელია. ამომრჩეველთა მიგრაციიდან დაწყებული, ფულის დარიგებით დამთავრებული, ორბანმა არჩევნების გაყალბების ყველა მეთოდი გამოიყენა.
მთავარი, რაც დემოკრატიულმა აქტორებმა (მეტწილად ოპოზიციამ) გააკეთეს – პროპაგანდა არ კვებეს. მეტიც, სადაც ნახეს, რომ ორბანის კამპანია მუშაობდა, ბეწვის ხიდზე იარეს; კორუფციაზე და ამომრჩევლის რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე კონცენტრირდნენ; საგარეო პოლიტიკის მესიჯებიც დააბალანეს. შედეგი სახეზეა. სანამ საქართველო რუსეთი არ არის (და მძიმე რეპრესიული გარემოს მიუხედავად, ჯერჯერობით ცალსახად არ არის), არჩევნებს აზრი ყოველთვის აქვს. არჩევნებისთვის სწორი სტრატეგიის დაგეგმვა კი მხოლოდ წარსულზე რეფლექსაციით არის შესაძლებელი.




