ნათია მეზვრიშვილი: პოლიცია კურიერებად აქცია

“მგონი სანქციებით შეშინებულმა ხარბმა ივანიშვილმა ამ 5000 ლარიანი ჯარიმებით გადაწყვიტა ჯიბეში პოტენციური დანაკლისი შეივსოს. მერე რა რომ დაჯარიმებულების შემოსავალი 1000 ლარსაც ვერ აღწევს და ზოგი საერთოდ უმუშევარია. ივანიშვილს ხომ ყველაზე მეტად ფული უყვარს. 1 თეთრ პოტენციურ დანაკლისზე ქვეყანასაც გაყიდის და მისი გაჭირვებული ხალხიც ჭირს წაუღია.
კრიმინალმა წალეკა ქვეყანა, ყოველდღე ვიღაცას ცხრილავენ, თავს ესხმიან და იტაცებენ, ხალხი სასამართლოს ნაცვლად ქურდებთან დადის და მთელი პოლიციის რესურსი 5000 ლარიანი ჯარიმების დარიგებაში იხარჯება – ჯარიმის ერთი ფურცლის ჩასაბარებლად უწყინარ, კანონმორჩილ მოქალაქესთან 4-5 პოლიციელი მიდის. თან ივანიშვილის სიხარბის ხარისხის გათვალისწინებით, ერთ ადამიანს რამდენიმე ჯარიმას აბარებენ. პოლიცია კურიერებად აქცია.
არ ჩავიბაროთ ჯარიმა, გავასაჩივროთ ჯერ პოლიციაში, შემდეგ – სასამართლოში. გავაწვალოთ ხარბი ივანიშვილი და მისი კორუმპირებული რეჟიმი”,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა – პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..