ნათია მეზვრიშვილი: კობახიძის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში კიდევ ერთი დასტურია, რომ პრობლემა არა რუსულ კანონში, არამედ „ოცნებაშია“

“კობახიძის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში კიდევ ერთი დასტურია, რომ პრობლემა არა რუსულ კანონში, არამედ „ოცნებაშია“.
▪️არც ერთი სიტყვა ევროკავშირში/ნატოში რეალურ ინტეგრაციაზე და დემოკრატიული რეფორმების მზაობაზე (2023-ში ავტორიტარიზმით და ანტი-დასავლური კურსით რომ შევყავართ, ამ ტყუილს თვლიან საუბრად);
▪️ამომრჩევლის მოსყიდვის ინიციატივების მრავლად დაანონსება;
▪️გამოგონილი ომები გლობალური ომის პარტიასთან და მასონებთან;
▪️პარანოიდული ბოდვები რევოლუციებზე და გადატრიალებებზე.
ეს გამოსვლა ისტორიაში შევა, როგორც ერთი გზაბნეული, თავისი კომპლექსების ტყვეობში მყოფი პარანოიდის ტყუილების კორიანტელი:
▪️60% გვაქვსო და თუკი რამე ცვლილება შეიძლებოდა საარჩევნო კოდექსში, ყველაფერი შეიტანეს, რომ გაჭირვებით და მანიპულაციებით რაღაც ხმები აიღონ;
▪️საქართველოში მდგომარეობა ზე და მოლდოვაზე უკეთესიაო – იყო 3 წლის წინ, ახლა 2 ნაბიჯით ჩამოვრჩებით;
▪️კორუფციის სიმცირით ევროპის ქვეყნების სამეულში გვინდა ყოფნაო – პოლიტიკური/ელიტური კორუფციის არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ ყოფილა;
▪️ოპოზიციამ დებატებზე უარი თქვაო – მისი განცხადებისთანავე, რუსულ კანონზე „იმედზე“ დებატების სურვილი გამოვხატე და მას შემდეგ დებატების ინიციატივით აღარავის უნახავს. სინამდვილეში, ასეთ ცარიელ დარბაზში გრძნობს თავს კომფორტულად;
▪️ნაცებზე ისაუბრა ბევრი, ოღონდ მთავარი დაავიწყდა – „ოცნება“ როგორ დაემსგავსა „ნცმოძრაობას“. ყველა მახასიათებელს, რაც ჩამოთვალა, ერთში-იყენებს ოცნება.
სანამ კობახიძემ პარლამენტში ტყუილების კორიანტელი დააყენა, უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებები გაუხსნეს და ევროპულმა საბჭომ „ოცნების“ პოლიტიკას საქართველო ფაქტობრივად გაწევრიანების პროცესის შეჩერებამდე მიჰყავსო.
ამიტომ, პრობლემა „ოცნებაშია“ და ეს პრობლემა ოქტომბერში უნდა მოვაგვაროთ,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი , 28 ივნისს, პარლამენტის წინაშე მთავრობის წლიური ანგარიშით წარსდგა.

ასევე დაგაინტერესებთ