ნათია მეზვრიშვილი – დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გაცოცხლება მხოლოდ და მხოლოდ, „ოცნების“ ინტერესშია, რათა საზოგადოება „ნაცმოძრაობის“ ილუზორული დაბრუნებით შეაშინოს

დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გაცოცხლება მხოლოდ და მხოლოდ, „ოცნების“ ინტერესშია, რათა საზოგადოება „ნაცმოძრაობის“ ილუზორული დაბრუნებით შეაშინოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ“.
მეზვრიშვილის თქმითვე, ქოლ-ცენტრების სქემის განხორციელება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იყო.
„კონგრესმენების წერილი ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ – „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ და დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გაცოცხლება, მხოლოდ და მხოლოდ, „ოცნების“ ინტერესშია, რათა საზოგადოება „ნაცმოძრაობის“ ილუზორული დაბრუნებით შეაშინოს.
ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივი სქემის განხორციელება შეუძლებელია „ოცნების“ და კონკრეტულად კი, სამართალდამცავების მფარველობის და მხარდაჭერის გარეშე. „ოცნება“ ამ შავ ფულს, ივანიშვილის შავ ფულთან ერთად, ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, ტროლ-ბოტების და ე.წ. ექსპერტების დასაფინანსებლად და ანტი-დასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის გასავრცელებლად აქტიურად იყენებს. სიმართლის დასადგენად ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მოვითხოვეთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა.
დღეს უკვე კონგრესმენები მოუწოდებენ -ს ადმინისტრაციას ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისკენ და ამბობენ, რომ ამ გზით მიღებული შავი ფული „ოცნების“ მხარდასაჭერად გამოიყენება.
დღეს კიდევ უფრო ნათელია, რატომ თქვა უარი „ოცნებამ“ ქოლ-ცენტრის სქემის გამოძიებაზე. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები კორუფციის, პოლიტიკაში შავი ფულის და ოლიგარქების დამარცხების არჩევნებია. დარწმუნებული ვართ, საზოგადოება ხმას იმ პოლიტიკურ ძალას მისცემს, რომელსაც არც ოლიგარქი ჰყავს და არც კორუფციით ფინანსდება. გავიმარჯვებთ ოლიგარქებისგან და კორუფციისგან თავისუფალი საქართველოსთვის“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო