ნათია მეზვრიშვილი: გავყვეთ „ოცნების“ ე.წ .არგუმენტებს…

“ვნახე ამნისტიის შესახებ კანონი. ორი დღის წინ ჩვენს მიერ ჩატარებულ ბრიფინგს „ოცნებამ“ დღეს ზედაპირულად უპასუხა (ყველაფერი გვაქვს, ყველაფერი გავითვალისწინეთო). გავყვეთ „ოცნების“ ე.წ .არგუმენტებს:
▪️თუ რეციდივის რისკებს აზღვევს, ბოლოს როდის ჩატარდა განმეორებითი დანაშაულის კვლევა და თუ ასეთი არსებობს, გამოაქვეყნეთ;
▪️რომელ სისხლის სამართლის პოლიტიკას შეესაბამება? პოლიტიკის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს პარლამენტი. ამის საფუძველზე პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს შეიმუშავებს პროკურატურა – სად არის პოლიტიკის დოკუმენტი და რა ურთიერთმიმართებაა მასსა და ამნისტიას შორის?
▪️თუ ასეთი არ არსებობს, ტყუილია, რომ ამნისტია, რომელიც განმეორებითი დანაშაულის და კრიმინალის ანალიზის გარეშე ტარდება, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს;
▪️რა პრინციპით არის შერჩეული არჩევნებამდე 3 თვით ადრე თითქმის მთელი სისხლის სამართლის კოდექსი?
▪️რატომ არ ეხება ამნისტია რუსული კანონით დაზარალებულ ადამიანებს? რანაირად არის ამნისტია სამართლიანი, თუ დანაშაულის ჩამდენებს ეხება, მაგრამ იმ ადამიანებს არა, რომელთა ერთადერთი „დანაშაული“ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა?
▪️ეს ამნისტია ეხება ასევე ოჯახურ დანაშაულს და ბრალდებულთა გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა სრულად გადააქვს დაზარალებულზე. ეს რას ნიშნავს ალბათ, გვესმის. ქალები ჩვენებებს ძლივს აძლევენ და ახლა სახელმწიფო აყენებს ფაქტის წინაშე, რომ თანხმობა განაცხადონ მოძალადეების გათავისუფლებაზე.
▪️აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საბოლოო მოსმენა სექტემბერში დანონსდა. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ივლისი-აგვისტო ბრალდებულების და მათი ოჯახების შატნაჟისთვის გამოიყენებენ.
დაველოდოთ წარმოადგენენ თუ არა ყველაფერს, რაც სამართლიანი ამნისტიისთვის არის საჭირო და შეახებენ თუ არა მას რუსული კანონით უსამართლოდ დაზარალებულებს,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი